უკრაინული ,,დნეპრი,, ევროპის ლიგის ფინალშია

1431636905-6892-gol-evgeniya-selezneva-vyivel-dnepr-v-final-ligi-evropyiუკრაინულმა დნეპროპეტროვსკის ,,დნეპრმა,, ევროპის ლიგის (ყოფილი უეფას თასი) ნახევარფინალური ტურის განმეორებით მატჩში, კიევის ოლიმპიურ სტადიონზე, იტალიის ერთერთი საუკეთესო კლუბი ,,ნაპოლი,, 1:0 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში 2:1  (პირველი მატჩი ნეაპოლში 1:1) გამარჯვებით ევროპის ლიგის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

თამაშში, რომელიც ძირითადად ,,ნაპოლის,, უპირატესობით მიმდინარეობდა… ,,დნეპრმა,, შესძლო საკუთარ კარში გოლი არ გაეშვა და თვითონ, 58 წუთზე ევგენი სელეზნიოვის გოლის წყალობით გამარჯვება მოიპოვა.

ევროპის ლიგის ფინალში, რომელიც 27 მაისს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაიმართება, დნეპროპეტროვსკის ,,დნეპრი,, ესპანურ ,,სევილიას,, შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ იტალიური ,,ფიორენტინა,, (3:0 და 2:0) დაამარცხა.

banner
წინა სტატიაში2017 წელს საქართველში ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში ახალგაზრდებს შორის
შემდეგი სტატიაკონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღე ( 3 მაისი/15 მაისი)