უკრაინის შსს-მ ოდესის პოლიციის თანამდებობები ლორთქიფანიძეს მიანდო

,,მე მადლობას ვუხდი უკრაინის შსს-ს მინისტრს არსენ ავაკოვს, იმის გამო, რომ ოდესის ოლქის შსს-ს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეების, პირადი შემადგენლობის, ოდესის მილიციის ყველა პასუხისმგებელი პირის და ხელმძღვანელი მუშაკის  შერჩევისა და დანიშვნის ულფლება მომცა,, განაცხადა უკრაინის შსს-ს ოდესის ოლქის მთავარი სამმართველოს უფროსმა გია ლორთქიფანიძემ.

აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოთჩამოთვლილი თანამდებობის პირს, უკრაინული კანონმდებლობით შინაგან საქმეთ მინისტრი ნიშნავს… ლორთქიფანიძისთვის კი, გამონაკლისი დაუშვეს.

როგორც უკრაინული მედია აცხადებს, გია ლორთქიფანიძე საკადრო წმენდის განხორციელებას და ახალი კადრების დანიშვნის დასრულებას ოდესის პოლიციაში, 10 დღეში აპირებს.

banner
წინა სტატიაში,,ისლამური სახელმწიფო,, თურქეთის მოსაზღვრე გახდა
შემდეგი სტატია,,სანამ ხალხი დავითის ცხენის ყვ***ბს შორის არ დაგკიდებთ… არ მოისვენებთ,,