უკრაინის უშიშროების სამსახურის კონტრდაზვერვამ რა ჩანაწერი მოიპოვა და რა ინ ფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედია?

სამშვიდობო მოლაპარაკებების დარღვევისთვის პასუხს რუსეთი აგებს

კრაინის უშიშროების სამსახურის კონტრდაზვერვამ “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” “ბოევიკების” საუბრის აუდიო ჩანაწერი მოიპოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აუდიო ჩანაწერში საუბარია “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” “ბოევიკების” მიერ მარიუპოლის დაბომბვის შესახებ.
“აუდიო ჩანაწერში ბოევიკი მეტსახელად “ტერორისტი” დონეცკიდან განკარგულებას აძლევს რათა გამოიყენონ რეაქტიული სისტემები მარიუპოლის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ”, – ნათქვამია უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აუდიო ჩანაწერის თანახმად, მეორე “ბოევიკი” კი, მზადყოფნას გამოთქვამს, ქალაქის მჭიდროდ დასახლებული საცხოვრებელი ნაწილი დაბომბოს და შემდეგების შესახებ აცნობოს.ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინულმა  თვითმფრინავებმა  გაანადგურეს რუსული სამხედრო ბაზა დონეცკის რეგიონში. 

 

banner
წინა სტატიაშიახლა კი, ეგ თქვენი ჭიკაიძე, – “გინდ შეიტანეთ და გინდა გამოიტანეთ”, – დაუსჯელმა მკვლელებმა, მამა შვილის საფლავზე მოკლეს!– ჯუმბერ კირვალიძე
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო უწყება მარიუპოლის სამოქალაქო დასახლებების დაბომბვასთან დაკავშირებით უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს