უკრაინის უშიშროება იანუკოვიჩის შვილს ქვეყნიდან თანხის გატანაში ადანაშაულებს

უკრაინის უშიშროება იანუკოვიჩის შვილს ქვეყნიდან თანხის გატანაში ადანაშაულებს

უკრაინის უშიშროება იანუკოვიჩის შვილს ქვეყნიდან თანხის გატანაში ადანაშაულებსუკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ დაადგინა არხი, საიდანაც უკრაინის ექს-პრეზიდენტის შვილმა ალექსანდრ იანუკოვიჩმა ქვეყნიდან თანხების გატანა შეძლო.
საუბარია 10 მილიონ გრივენზე (468 ათასი დოლარი).
“ვალუტის საზღვრებს გარეთ გასატანად ჰოლდინგ “მაკოს” ერთ-ერთმა კომპანიამ ფიქტიურად რუსეთის ფედერაციიდან შეიძინა ტექნიკა, რომელიც თითქოს უკრაინაში უნდა იმპორტირებულიყო. ამ ფინანსური მაქინაციისას უკრაინას უკვე ვერ აკონტროლებდა იანუკოვიჩი” – ნათქვამია უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რა სახის ტექნიკაზეა საუბარი, ჯერჯერობით არ კონკრეტდება.

უშიშროებამ ქვეყნის გენერალურ პროკუტარურას მიმართა წარმოების საბანკო ანგარიშები დააყადაღოს.

ადრე დონეცკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ იქ მუშაობას აგრძელებენ კომპანიები, რომელიც ძებნაში მყოფ იანუკოვიჩს ეკუთვნის.
უკრაინის მთავრობა ექს-პრეზიდენტის შვილს სახელმწიფო თანხების მითვისებაში, სახელმწიფო ფალსიფიცირებაში, დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს, რომელმაც მძიმე შედეგები დააყენა.

უმცროს იანუკოვიჩს, რომელიც რუსეთში იმყოფება, უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეტებია.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ ომბუდსმენის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა
შემდეგი სტატია„მოვუწოდებთ გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს, მოსკოვზე ზეწოლა განაგრძონ“