უკრაინის საგარეო საქმეთა დროებით რწმუნებულს სააკაშვილის გამონათქვამებზე ოფიციალური ნოტა გადაეცა

უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულ გიორგი ნაზაროვს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ სამინისტროს ოფიციალური ნოტა გადასცა.

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ნაზაროვი, ნოტას გადასაცემად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიწვიეს.

“ქართულმა მხარემ უკიდურესი უკმაყოფილება დააფიქსირა, მედია საშუალებებში გავრცელებული, უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიცავს საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის საფრთხის შემცველ მოსაზრებებსა და მოწოდებებს. აღინიშნა, რომ მსგავსი გამონათქვამები წარმოადგენს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას, რაც დაუშვებელია და არ შეესაბამება საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების სულისკვეთებას.

ქართულმა მხარემ გამოთქვა მოლოდინი, რომ უკრაინული მხარე მოახდენს შესაბამის რეაგირებას ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით და მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება”,- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიშუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერიამ ე.წ. მოდულის შენობა დატოვა