უკრაინის პრემიერმა ალექსანდრე კვიტაშვილს რეფორმების შედეგების წარდგენისთვის სამი თვე მისცა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, არსენი იაცენიუკმა ჯანდაცვის მინისტრ ალექსანდრე კვიტაშვილს რეფორმების შედეგების წარდგენისთვის სამი თვე მისცა.
“ცენზორ.ნეტის” ცნობით, კვიტაშვილმა სექტემბრამდე პრემიერს ჯანდაცვის სფეროში დაწყებული რეფორმების შედეგების შესახებ უნდა აცნობოს. კვიტაშვილის გარდა, რეფორმების შედეგების შესახებ ანგარიში იაცენიუკს სხვა მინისტრებმაც უნდა წარუდგინოს.
“თქვენ და მე გვაქვს სამი თვე. მე სექტემბერში მივალ ყველა სამინისტროში და ვნახავ, კოალიციური მთავრობის წევრებიდან ვის რა დაავიწყდა და როგორია კოალიციური მთავრობა” , – განაცხადა არსენი იაცენიუკმა.
ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად გასული წლის ბოლოს დანიშნეს. მან უკრაინის მოსახლეობას ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების პირობა მისცა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილმა, აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდთან ერთად ზუგდიდში „მაკდონალდსი“ გახსნა
შემდეგი სტატიათურქეთში ქართული ბანდიტური დაჯგუფება აიყვანეს