უკრაინის პრეზიდენტმა არაკანონიერი ფორმირებების განიარაღება ბრძანა

პოროშენკო - ლუსტრაციის შესახებ კანონი დასახვეწია

სახელმწიფო არ დაუშვებს არაკანონიერი სამხედრო ფორმირებების შექმნას, რომელთაც დაურეგისტრირებელი იარაღი ექნებათ – განაცხადა უკრაინის პრეზიდნტმა თავის ტელეინტერვიუში.
რამდენიმე ხნის წინ იგივე განცხადება გააკეთა დონეცკელი სეპარატისტების ლიდერმაც.
„სახელმწიფო არ დაუშვებს უკრაინის ქალაქებსა და გზაზე, ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაშიც კი, არაკანონიერი სამხედრო ფორმირებების გამოჩენას“ – განაცხადა პრეზიდენტმა პოროშენკომ გუშინ „მე-5 არხისთვის“მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, უკრაინის მილიციამ დაახლოებით 40 უკანონოდ შეაიარაღებული პირის დაკავება შეძლო. უფრო მეტიც, იარაღის ტოტალური ინვენტარიზაციის შემდეგ, დაკარგული 2 ათასი ცალი ერთეულიდან ათასი უკვე ნაპოვნია და დაბრუნებული – განაცხადა პრეზიდენტმა.
მსგავსი განცხადება გააკეტა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმაც, რომლმაც თქვა, რომ ის, ვინც უკანონო იარაღს არ დააბრუნებს, გატანაბრებული იქნება მარადიორებთან. მან ყველას, ვისაც დაურეგისტრირებელი იარაღი აქვს, მოუწოდა ის ჩაებარებინა. ჩაბარების ვადა გუშინ ამოიწურა.

banner
წინა სტატიაში„დამამცირებელი სიღარიბე, რომელიც ბავშვის თვითდაჯერებულობას ანგრევს“ – ბრიტანელი პედაგოგების მსჯელობის საგანი
შემდეგი სტატიაამოუცნობი შავი რგოლი ყაზახეთის ცაზე (ვიდეო)