უკრაინის პრეზიდენტის საიტზე სააკაშვილის გადაყენების პეტიცია დერეგისტრირდა…

უკრაინის პრეზიდენტის პეტრ პოროშენკოს იფიციალურ საიტზე, პეტიციების განყოფილებაში ოდესის გუბერნატორის პოსტიდან სააკაშვილის გადაყენების პეტიცია დაარეგისტრირდა…

უკრაინული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, პეტიციის ავტორები მიუთითებენ რომ სააკაშვილმა გუბერნატორის პოსტზე ყოფნის სამი თვის განმავლობაში ვერც ერთი დანაპირები ვერ შეასრულა, რის გამოც გადაყენებული უნდა იქნეს…

უკრაინული კანონმდებლობის გათვალისწინებით, პრეზიდენტის საიტზე განთავსებულ პეტიციას, განთავსებიდან 3 თვის მანძილზე 25.000-მა ადამიანმა უნდა მოაწეროს ხელი, იმისათვის რომ პრეზიდენტმა ეს საკითხი განიხილოს და გადაწყვიტოს… დღეს განთავსებულ  სააკაშვილის გადაყენების პეტიციას კი – ათამდე ადამიანის ხელმოწერა აქვს.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ პოროშენკოს საიტზე, განთავსებულია კიდევ ერთი პეტიცია, სააკაშვილის უკრაინის პრემიერად დანიშვნის მოთხოვნით, რომელმაც ერთი თვის მანძილზე 25.000-ზე მეტი ხელმოწერა მოაგროვა.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიაკაკი ბობოხიძე: მოვუწოდებ მოსახლეობას, გამოათრიეთ პარლამენტარები გარეთ
შემდეგი სტატია“ვწუხვარ, რომ იმერელი თაღლითის მსხვერპლი გახდა მთელი საქართველო”