უკრაინის პრეზიდენტის ემოციური გამოსვლა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე

დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეკრებილ საზოგადოებას უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა. ემოციურ და ამაღელვებელ სიტყვებთან ერთად პეტრო პოროშენკოს ხელში ვოლნოვახში აფეთქებული ავტობუსის ნაწილი ეჭირა.

“გპირდებით, რომ უკრაინაში სტაბილური ვითარება იქნება, თუ რუსეთი საკუთარ ვალდებულებებს შეასრულებს. კერძოდ, ჩაკეტავს საზღვარს და გაიყვანს თავის ჯარს ჩემი ქვეყნის ტერიტორიიდან. უკრაინაში ახლა 9 ათასზე მეტი რუსი სამხედრო იმყოფება, 500–ზე მეტი ტანკი და მძიმე შეიარაღება. თუ ეს აგრესია არ არის, მაშინ რა არის აგრესია? მე ხელში მიჭირავს ფრაგმენტი ვოლნოვახის ავტობუსის, რომელიც რუსული ჭურვით ააფეთქეს. ეს ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტის სიმბოლოა,”- განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

banner
წინა სტატიაშიჰილარი კლინტონი ნატო-ს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიათამაზ სუხიაშვილის ცხედარი ქაშუეთის ეკლესიიდან სამხედროებმა გამოასვენეს