უკრაინის პატრიარქმა 7 ქართველი მეომარი დააჯილდოვა

10313982_438814889616040_6098731820768388592_nუკრაინის პატრიარქმა ფილორეტმა, ერთი თვის წინ  ქართველი მეომრები  მედლებით დააჯილდოვა… დაჯილდოვების პროცესს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა და ეს ფაქტი ტელევიზიებმაც გააშუქეს…

დაჯილდოებულთა შორის არ იყვნენ ბატალიონ ,,დონბასის,, ყოფილი მებრძოლები, რომლებმაც 2014 წელს ივნისში, ქართველთა შორის პირველებმა აიღეს ხელში იარაღი უკრაინელთა დასაცავად…

,,თაიმერის,, ინფორმაციით უკრაინული ბატალიონ ,,დონბასის,, ყოფილ  ქართველ მეომრებს, რომლებიც ახლა სხვა ბატალიონში მსახურობენ, სააკაშვილი მაინცდამაინც არ წყალობს და არც  ისინი არიან მისით აღფრთოვანებული… ალბათ ამიტომაც უკრაინაში მებრძოლი ყველა  ქართველი მეომრის დაჯილდოება ერთად არ მომხდარა… თუმცა უკრაინელ პატრიარქს ყოფილი ,,დონბასელების,, იქ ყოფნისა და დამსახურების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა და მისი მხრიდან  ამ მეომრების მიმართაც მადლიერება გამოიხატა…

,,თაიმერის,, ინფორმაციით, გუშინ უკრაინის სამხედრო ბაზებში მყოფ კიდევ 7 ქართველ მეომარს (ყოფილ ,,დონბასელებს,,) , კურიერებმა პატრიარქის ჯილდო მიუტანეს… პატრიარქმა ფილორეტმა ,,უკრაინისათვის თავდადებისა და სიყვარულის გამო,, მედლებით დააჯილდოვა: დავით მარტიაშვილი, დავით ებრალიძე, დავით ონიანი, დავით ქუქჩიშვილი, ზაზა ინასარიძე, გოჩა ბალახაშვილი და მერაბ კონცელიძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასამანტა პაუერი: ფაქტი, რომელიც ყველაზე მეტად გვაღელვებს, არის რუსული აგრესია