უკრაინის პატრიარქმა ქართველი სამხედროები დააჯილდოვა (ფოტოები)

2 3 4 640x360უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა 29 ქართველი მეომარი ორდენებით დააჯილდოვა. მისი უწმინდესობა პირდადად შეხვდა ქართველ მებრძოლებს, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან და მადლობა გადაუხადა მათ იმისთვის, რომ უკრაინელი ხალხი აგრესორის პირისპირ მარტო არ არის.

ფილარეტის თქმით, უკრაინელი ხალხი არასდროს დაივიწყებს ქართველების გმირობას. უკრაინის პატრიარქმა ქართველი მებრძოლები უკრაინის სიყვარულისა და თავგანწირვისთვის ორდენებით დააჯილდოვა.

დაჯილდოვებულ ქართველ სამხედროებს შორის ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილიც იყო. დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: გვაქვს დროსთან, ეპოქასთან საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: ნუ დავიყვანთ საკითხს იქამდე, თუ ვინ დანიშნავს პროკურორს