უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომა გაიმართება

გაეროს გენერალური მდივანი, პან გი მუნი შეშფოთებულია უკრაინის ქალაქ დებალცევოსთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო. ამის შესახებ “ბიბისის” ცნობით, გაეროს პრესსამსახური იტყობინება.
პან გი მუნი კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ. უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოში უახლოეს დღეებში სპეციალური სხდომა გაიმართება. გაეროში უკრაინის წარმომადგენლობის პრესსპიკერი, ეგორ პივოვაროვი აცხადებს, რომ უშიშროების საბჭო ამზადებს უკრაინის კრიზისის შესახებ რეზოლუციის ტექტს, რომელსაც სხდომაზე კენჭს უყრიან.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი – არეულობის შემთხვევაშიც “ნაციონალებს” ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არა აქვთ
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი – ნატო უკრაინას სამხედრო რეფორმების კუთხით დახმარებას გაუწევს