უკრაინის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრას მართავს

საქართველოში უკრაინის ელჩი ვასილი ციბენკო საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრას მართავს. ელჩი საქართველოს საგარეო უწყებაში განმარტებებისთვის არის დაბარებული, რაც მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნას უკავშირდება.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე უწყებაში უკრაინის ელჩის მიწვევაში გასაკვირს ვერაფერს ხედავს.
როგორც დავით კერესელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამისგან აჟიოტაჟი არ უნდა შეიქმნას, გამომდინარე იქიდან, რომ ელჩის საგარეო უწყებაში მოწვევა ზოგადად პირველად არ ხდება.
გარდა ამისა, სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება აპირებს უკრაინის შესაბამისი უწყებებიდან მოისმინოს განმარტებები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი – არაფორმალური პოზიცია, რომელიც პოროშენკომ სააკაშვილს მიანიჭა, გარკვეულ უსიამოვნო შეგრძნებას ტოვებს
შემდეგი სტატიადებალცევოს დაბომბვით აღტაცებული  ჟურნალისტები – ვიდეო