უკრაინის ელჩს საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ. ვასილი ციბენკოს საგარეო უწყებაში განმარტებების გაკეთება მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნასთან დაკავშირებით მოუწევს. ამავე თემაზე საქართველოს ელჩი უკრაინაში ქვეყნის შესაბამისი უწყებებიდან განმარტებების მოსმენას აპირებს.
სპეციალური პროცედურები ხვალიდან დაიწყება თუმცა, როდის მივა უკრაინის ელჩი თამარ ბერუჩაშვილის უწყებაში ეს ამ დროისთვის უცნობია.