უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში შეტაკებები გრძელდება

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში კი შეტაკებები გრძელდება. პრორუსმა სეპარატისტებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში სამთავრობო ძალების პოზიციებს ცეცხლი 103–ჯერ გაუხსნეს.

გავრცელებული ცნობით, რამდენიმე ჭურვი წუხელ დონეცკში საცხოვრებელ სახლებთან აფეთქდა. შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 10 კი დაშავდა.

პეტრე პოროშენკოს თქმით, უკრაინელი სამხედროები ყველა ფრონტზე იგერიებენ თავდასხმებს. პრეზიდენტის ცნობითვე, მობილიზაციის ფარგლებში გამოძახებული 45 ათასი ადამიანი საწვრთნელ ცენტრებში უკვე გაგზავნეს.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას შეიმუშავებენ
შემდეგი სტატიათვითმფირნავის გატაცებაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს ბელარუსში პატიმრობა შეეფარდა