უკრაინის აღმოსავლეთში მძიმე შეიარაღების გაყვანის პროცესის დასაწყებად ემზადებიან

უკრაინის აღმოსავლეთში მძიმე შეიარაღების გაყვანის პროცესი უნდა დაიწყოს. რუსული მხარის ინფორმაციით, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა შესაბამის განკარგულებას უკვე მოაწერა ხელი.

მძიმე შეიარაღების გაყვანა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად ჯერ კიდევ 16 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ვიდრე დებალცევოზე კონტროლი არ დაამყარეს სეპარატისტებმა ეს პროცესი არ დაიწყეს.

ქალაქს პრორუსული ძალები მთლიანად აკონტროლებენ. სეპარატისტებმა წუხელ ღამით იქ ეუთო-ს მისიაც დაუშვეს და მონიტორინგის ჩატარების საშუალება მისცეს.

მინსკის შეთანხმების თანახმად კიევმა და სეპარატისტებმა ტყვეების გაცვლის პროცესიც დაიწყეს. პრორუსულმა ძალებმა 139 უკრაინელი სამხედრო გაათავისუფლეს. დასავლეთში კი უკრაინის შეიარაღების მოწოდებები სულ უფრო ხშირად ისმის.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის, ჯონ კერის განცხადებით ბარაკ ობამა გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიჯოკია ბოდოკიას მერიის თანამშრომელი მუქარაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიააშშ-ში ანომალიური ყინვებია