უკრაინის არმიამ ლუგანსკის ოლქის ქალაქი ჩერნუხინო დატოვა

ჩერნუხინოუკრაინის არმიამ ლუგანსკის ოლქის ქალაქი ჩერნუხინო დატოვა და ახლა ამ ქალაქში პრორუსი მებრძოლები გამაგრდნენ. ამის შესახებ, “უნიანის” ცნობით, ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის პრესსამსახური იტყობინება.
ჩერნუხინოში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. უკრაინული მხარე ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ცდილობდა, თუმცა, უშედეგოდ. ბოლო ერთი თვეა ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა სოციალური დახმარებისა და ხელფასების აღებასაც ვეღარ ახერხებდა.

banner
წინა სტატიაშისიღარიბის სახე ანუ ცხოვრება 1 დოლარად – ფოტოები
შემდეგი სტატიაერთი ქილა ერბო, ოქროს თევზი, ნატვრის თვალი, ერთი ტომარა ყოველ ოჯახს ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან –ნუკრი კანთარია