უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას ჯონ კერი კიევში ვიზიტისას განიხილავს

ამერიკული პრესის ინფორმაციით, ამერიკის სამხედრო დახმარება უკრაინის მიმართ იქნება განხილული ჯონ კერის კიევში ვიზიტის დროს, 5 თებერვალს.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს უკრაინაში ეხმაურებიან ევროპარლამენტში. უკრაინის ჯგუფის ხელმძღვანელის, ანდრეი პლენკოვიჩის განცხადებით, რა სახის დახმარებას გაუწევს ვაშინგტონი კიევს, ეს მისი გადასაწყვეტია, თუმცა უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს.

„მე, როგორც უკრაინის დელეგაციის თავმჯდომარე, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრა მსურს, თუმცა რა თქმა უნდა უკრაინას აქვს უფლება რომ თავი დაიცვას. ევროპის სახალხო პარტიამ ნათლად ჩამოაყალიბა, რომ წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, თუ როგორ გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას გარდა პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიდგომისა,” – განაცხადა უკრაინის ჯგუფის ხელმძღვანელმა ევროპარლამენტში, ანდრეი პლენკოვიჩმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ფირცხალავა მის მიმართ წაყენებულ ბრალს „ზღაპარს“ უწოდებს
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატები” ე.წ. კორტების საქმის გახსნას წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად მიიჩნევენ