უკრაინელ მფრინავ ნადეჟდა სავჩენკოს საბოლოოდ წაეყენა ბრალი

ნადეჟდა სავჩენკო რუსი ჟურნალისტების მკვლელობაშია ბრალდებული, რასაც თვითონ არ აღიარებს.
რუსმა გამომძიებლემბა სავჩენკოს ბრალის საბოლოოო ვერსია გააცნეს. როგორც გუშინ, 24 აპრილს იქნა გამოცხადებული, სავჩენკო ბრალდებულია „ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობაში, ორი ან მეტი პირის თავდასხმის მცდელობაში, საშიში ხერხებით, რომელიც პოლიტიკური სიძულვილით იყო გამოწვეული და ჩადენილი ჯგუფურად, ასევე რუსეთის ფედერაციის საზღვრის უკანონო გადალახვაში.“
სავჩენკოს ადვოკატმა მარკ ფეიგინმა რუსულ სააგენტო „ინტერფაქსთან“ საუბარში განაცხადა, რომ ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. ადვოკატის თქმით, წაყენებული ბრალი ძალიან განსხვავდება იმისგან, რასც თავდაპირველად იყო გამოქვეყნებული.

banner
წინა სტატიაშიApple საათების ექსკლუზიურ გაყიდვა დაიწყო
შემდეგი სტატიაპუტინი და რასპუტინა – ,,როცა ჩვენ ერთად ვართ,, (VIDEO)