უკრაინელმა ჯარისკაცმა საკუთარი თავი დაღუპვის შემდეგ დაჯილდოვებულების სიაში აღმოაჩინა

უკრაინა დონბასის ომის დროს აფრიკას ტანკებით ამარაგებდა

უკრაინელმა ჯარისკაცმა იგორ გორჩუკმა საკუთარი სახელი და გვარი სიკვდილის შემდეგ ბოგდან ხმელიცკის მესამე ხარისხის ორდებით დაჯილდოვებული ჯარისკაცების სიაში აღმოაჩინა. როგორც ჯარისკაცმა განაცხადა, მას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამოშვებული წიგნის ავტორები დაუკავშირდნენ და გააგებინეს ეს ამბავი.
«აღმოჩნდა, რომ მოვკვდი. ცხადია, ეს მინუსია, მაგრამ პოროშენკომ სიკვდილის შემდეგ დამაჯილდოვა და ეს უკვე პლიუსია» – ამბობს ჯარისკაცი.
მან თქვა, რომ მსგავსი ინციდენტი შეემთხვათ მის მამას და ბიძას მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ნათესავების სახელზე სიკვდილის მოწმობა მოვიდა, მაგრამ მამაკაცები ფრონტიდან დაბრუნდნენ.
ახალგაზრდა მამაკაცმა ასევე დაამატა კომენტარებში: «საინტერესოა, დამაჯილდოვებდა პიროშენკო სიცოცხლეში?»
სამხედროებს ჯილდო «განსაკუთრებული სიმამაცისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიეული მთლიანობისთვის ბრძოლისთვის» გადაეცათ. ჯილდო 36 ჯარისკაცს გადაეცა.

banner
წინა სტატიაშიინგლისში აფეთქებული თვითმფრინავი, სავარაუდოდ, ოსამა ბინ ლადენის ოჯახს ეკუთვნოდა
შემდეგი სტატიაირაკლი ღლონტი სამთავრობო ცვლილებებს ეხმიანება და პრემიერს ეკონომიკური გუნდის განახლებისკენ მოუწოდებს