უკრაინელმა დეპუტატმა სააკაშვილს ქართველ ბავშვებზე ზრუნვა დაუწუნა

უკრაინის რადას დეპუტატმა ვიტალი კუპრიმ, სააკაშვილის ინიციატივა თბილისში წყალდიდობის დროს დაზარალებული ქართველი ბავშვები ოდესაში დაასვენოს, დაიწუნა და მას უკრაინელებზე ზრუნვა ურჩია.

,,რა თქმა უნდა უმჯობესია, რომ სააკაშვილმა თავისი ძალისხმევა უკრაინელი ბავშვების დაცვისკენ მიმართოს, რადგან ის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენელია ოდესის ოლქში და არა საქართველოს პრეზიდენტი… და რახან ოდესის გუბერნატორია, მან პირველ რიგში უკრაინელებზე და უკრაინელ ბავშვებზე უნდა იზრუნოს. მაგალითად აღმოსავლეთ უკრაინის ბავშვებზე, სადაც ახლა საომარი მოქმედებებია. მთავარია ვის ხარჯზე დაისვენებენ ბავშვები… თუ მას უნდა ქართველი ბავშვები სახელმწიფო კომუნალურ დაწესებულებებში დაასვენოს, ამის გაკეთება ერთმნიშვნელოვნად არ შეიძლება… ხოლო ამას, თუ ის კერძო დაწესებულებებში და არასაბიუჯეტო სახსრებით გააკეთებს, მაშინ ვერ ვხედავ წინააღმდეგობას. შეძლება სააკაშვილი მას შემდეგ, რაც ქართველ ბავშვებს დაეხმარება, უკრაინელ ბავშვებზეც იფიქროს,, განაცხადა ვიტალი კუპრიმ.

 

banner
წინა სტატიაშიე.წ აფხაზი დეპუტატი რუსულ დახმარებას დამამცირებელს უწოდებს
შემდეგი სტატიასააკაშვილი უკრაინულ ,,მარშუტკაში,, (VIDEO)