უკრაინა ხელისუფლება საკუთარ ხალხს ბომბავს – აცხადებს მარი ლე პენი

კახა ლეპენიფრანგული ოპოზიციური  ნაციონალური ფრონტის ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა მარი ლე პენმა, გუშინ ,,ტვიტერის,, საკუთარ გვერდზე  უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ისეთი ,,პოსტები გამოაცხო,, რომ ფრანგი ანალიტიკოსების აზრით პუტინსაც კი შეშურდებოდა.  მისი განცხადებით ევროპელი პოლიტიკოსები, უკრაინულ კონტექსტში იქცევიან, როგორ აშშ-ს მოახლეები.

,,რაც შეეხება უკრაინას, ჩვენ ვიქცევით როგორც აშშ-ს მოახლეები. ევროპულ დედაქალაქებს არა ყოფნით სიბრძნე, რომ ამ საკითხში აშშ-ს პოზიციაზე არ იყვნენ დამოკიდებულები. ახლა  უკრაინის ხელისუფლება თავის მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს და ყველა დუმს ამ სკანდალური რეალობის შესახებ. აშშ-ს სურს ევროპაში ომი, რათა ნატოს ჯარებით მიადგეს რუსეთის საზღვრებს,, წერს მარი ლე პენი ,,ტვიტერის,, ოფიციალურ გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ ფრანსუა ოლანდის დაბალი რეიტინგის გამო, 2017 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლა  სარკოზი და მარი ლე პენი, პრეზიდენტობის რეალური კანდიდატებად მიიჩნევიან.

banner
წინა სტატიაშიჩამოვა თუ არა საქართველოში ჯონ ქერი?- საგარეო უწყება საკითხზე მუშაობს
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: ეს ეროვნული სირცხვილი იქნება და არა მხოლოდ იმ ერთი ადამიანის სირცხვილი