უკრაინა ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე

150214110953_artemivsk_debaltseve_624x351_ap12 თებერვლის მინსკის შეთანხმების მიხედვით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტამდე რამდენიმე საათი დარჩა, თუმცა სხვადასხვა სააგენტოები  ფრონტის ხაზიდან დილიდან არადამაიდებელ ინფორმაციებს  ავრცელებენ.

უკრაინული მედია სეპარატისტების მიერ ფრონტის ხაზზე, დებალცევოს, მარიუპოლის და დონეცკის მისადგომებთან  შეტევების გაძლიერებაზე და რუსეთიდან მათი მხარდაჭერის გაძლიერებაზე ავრცელებს ინფორმაციებს. საუბარია რუსეთის საზღვარზე მდგარ დიდი რაოდენობით ჯავშან ტექნიკაზე, რომელიც უკრაინისკენ მოემართება.  ერთერთი უკრაინული გამოცემა კი, რუსულ მედიაში ბოლო ორი დღის მანძილზე უკრაინის არმიის მადისკრედიტირებელი მასალების გაძლიერების შესახებ წერს და ამას ცეცხლის შეწყვეტის პირობების ჩაშლის გასამართლებელ რუსულ პროპაგანდას უკავშირებს.

B9y5lINIIAAf-1fაშშ-ს ელჩმა უკრაინაში ჯეფრი პაიეტმა, დღეს დილით თავისი ,,ტვიტერის,, გვერდზე თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მისი განცხადებით, კარგად ჩანს დებალცევოსთან ახლოს რუსული არმიის მძიმე ტექნიკის განლაგება. ,,ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ფოტოზე გამოსახული რუსული სამხედრო სისტემებია, მატ შორის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები,, განაცხადა შშ-ს ელჩმა. ელჩის მიერ გამოქვეყნებულ თანამგზავრიდან გადაღებულ კიდევ ერთ ფოტოზე კი, უკრაინა-რუსეთის საზღვარზე არსებული საბრძოლო ტექნიკის კონცენტრაციაა გამოსახული.

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოს განცხადებით, სეპარატისტების და მათი მხარდამჭერი ქვეყნის მოქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მინსკის შეთანხმებებს… და თუ დღეს ღამე დაგეგმილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სეპარატისტების მხრიდან დაირღვევა, ის მაშინათვე მიმართავს რადას, მთელი უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.1023547359  ,,დაუყოვნებლივ შევიტან რადაში კანონმდებლობაში ცვლილებას, რომელიც მოგვცემს საშუალებას უკეთესად და უფრო ეფექტურად მოვახდინოთ მობილიზაცია, მოვახდინოთ კონცენტრაცია და გაერთიანებულად დავიცვათ ჩვენი მიწა,, აცხადებს პოროშენკო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა
შემდეგი სტატიასამტრედიაში 70 წლის ქალი მატარებელს შეუვარდა