უკრაინა: სატელეფონო დიპლომატიის გაგრძელება

უკრაინის პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ჯო კერისთან სატელეფონო საუბარი გამართა. მათ აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ სიტიუაციაზე ილაპარაკეს.

მინსკის შეთანხმების თანახმად დღეს მძიმე ტექნიკის გაყვანა უნდა დაიწყოს იმ ადგილებიდან, რომელიც კონფლიქტის მხარეების შესახებ ზონად ითვლება. მიმდინარე მომენტისთვის, როგორც ბიბისი იუწყება, ორივე მხარე უარს ამბობს ტექნიკის გაყვანაზე.
პოროშენკომ და კერმა „შეშფოთება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ მინსკის ხელშეკრულების მიუხედავად, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ირღვევა ბოევიკების მხრიდან, განსაკუთრებით დებალცევოს რაიონში“ – ნათქვამია უკრაინის პრეს-ცენტრის განცხადებაში.
პრეზიდენტმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მომდევნო ნაბიჯების შესახებ ისაუბრეს, რომელიც განსაკუთრებით გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს ეხება. ამასთანავე კერმა უკრაინის პრეზიდენტს სრული თანადგმა გამოუცხადა აშშ-ს მხრიდან.
აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი სიტუაცია ასევე განიხილეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და უკრაინის პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ. პოროშენკომ ორივე ლიდერს მოუწოდა ძალისხმევა არ დაიშურონ კონფლიქტის მოსაგვარებლად.
გუშინ აშშ-ს სახელმწიფოს დეპარტამენტმა რუსეთი და ბოევიკები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულეს: „აშშ სერიოზულად შეშფოთებულია დებელცევოს რაიონში სიტუაციის დაძაბვით. სეპარატისტებმა ღიად განაცადეს, რომ ისინი არ აპირებენ შეთანხმების დაცვას. აგრესიული მოქმედებები და რუსეთის მხრიდან სეპარატისტების მხარდასაჭერად გაკეთებული განცხადებები სამშვიდობო სიატუაციას ხელს უშლიან და რისკის ქვეშ აყენებენ დაგეგმილი მძიმე ტექნიკის გაყვანის შესაძლებლობას.“
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე მოუწოდა „რუსეთს და იმ სეპარატისტებს, რომლებიც მათ ექვემდებარებიან“, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ყველა სახის თავდასხმები და სრულად დაიცვან მინსკის შეთანხმება.
დებელცევოდან შეთანხმების დარღვევის შესახებ მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია. კიევის მთავრობის განცხადებით ისინი საბრძოლო მოქმედებების სრულ შეწყვეტამდე არ აპირებენ ტექნიკის გაყვანას.
სეპარატისტების განცხადებით, მოლაპარაკებების შეთანხმება არ შეიძლება ვრცელდებოდეს დებელცევოზე, რადგანაც ქალაქი უკრაინელ ჯარისკაცებს ალყაში ყავთ მოქცეული, რასაც უკრაინული მხარე კატეგორიულად უარყოფს.
უკრაინის არმიის წარმომადგენლის ანდრეი ლისენკოს განცხადებით, მძიმე ტექნიკის გაყვანა ჯერჯერობით არ მოხდება: „მძიმე ტექნიკის გაყვანა მინსკის შეათანხმების პირველი პუნქტის შესრულების შემდეგ უნდა მომხდარიყო, რაც ცეცხლის სრულ შეწყვეტას გულისხმობს. 112 სროლა, ეს ცეცხლის შეწყვეტის მაჩვენებელი არ არის, ამიტომ ჩვენ არ გავიყვანთ ტექნიკას“ – ციტირებს უკრაინული ოპრესა ლისენკოს.
სეპარატისტების განცხადებით კი, ისინი მას შემდეგ დაიწყებენ ტექნიკის გაყვანას, როცა დარწმუნდებიან იმამში, რომ იგივეს გაკეთება დაიწყო უკრაინულმა მხარემ.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის კანცლერი შესაძლოა ნობელის პრემიით დააჯილდოვონ
შემდეგი სტატიაევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი მერაბიშვილს, ახალაიას, უგულავასა და ფირცხალავას შეხვდა