უკრაინა: „ოთხეულის“ ლიდერები დამკვირვებლების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ

საფრანგეთის, უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტები და გერმანიის კანცლერი სატელეფონო საუბარში შეთანხმდნენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინის 10 ცხელ წერტილში დონეცკის და ლუგანსკის მხარეებში, სადაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება იყო დარღვეული, დამკვირვებლებს გაუშვებენ.

ისინი ნაწილობრივ დასახლებულ პუნქტებში იქნებიან განთავსებული ლუგანსკში, შიროკინოში, გრანიტნოეში, ვოლნოვახში, ავდეებკასა და სხვაგან.
დამკვირვებლები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ „სამუშაოს უსაფრთხოებითა და მუშაობის სრული პირობებით“, მათ შორის ტექნიკის გაყვანის შემოწმების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, რომელიც მისნკის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი პუნქტი იყო.
ქვეყნის ლიდერები ასევე შეთანხმდნენ იმაზე, რომ აუცილებელია დამკვირვებლების მიერ ჩატარებული სამუშაოების ანგარიშის ყოველდღიური გამოქვეყნება, რომელიც ამასთანავე „ნორმანდიული ფორმატის“ წევრ ოთხივე ქვეყანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს გადაეგზავნება.
სატელეფონო მოლაპარაკებების მსვლელობისას „ნორმანდიული ოთხეული“ სავჩენკოს თემასაც შეეხო.
„პიოტრ პოროშენკომ, ანჰელა მერკელმა და ფრანსუა ოლანდმა ვლადიმირ პუტის მოუწოდეს სავჩენკოს დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ“ – წერს უკრაინის პრეზიდენტის პრეს-ცენტრი.
რამდენიმე ხნის წინ პრეზიდენტმა პოროშენკომ სავჩენკოსთვის გმირის წოდების მინიჭებას მოაწერა ხელი. რუსეთში მას ორი ჟურნალისტის მკვლელობაში სდებენ ბრალს.
სავჩენკო ციხე „მატროსოვის სიჩუმეშია“ და 13 დეკემბრის შემდეგ პროტესტის ნიშნად შიმშილობობს.
შიმშილობა უკვე 80 დღეა გრძელდება. სავჩენკოს დაცვა მის სახლის პირობებში პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიფრანსუა ოლანდი: ნატო-ს გაფართოების საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას
შემდეგი სტატიაობამა: ირანმა ბირთვული პროგრამა უნდა გაყინოს