უკრაინა- ნამდვილი მშვიდობის იმედი გაჩნდა

უკრაინა: ნამდვილი მშვიდობის იმედი გაჩნდა

უკრაინა: ნამდვილი მშვიდობის იმედი გაჩნდაუკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ გასული ღამის განმავლობაში პირველად რამდენიმე კვირის მანძილზე, ადამიანური დანაკარგი არა აქვთ აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტურ რეგიონში.
პრორუსული სეპარატისტების განცხადებით, წინა ხაზიდან მძიმე შეიარაღების გაყვანა დასრულებულია მისნკის შეთანხმების შესაბამისად.
უკრაინის მხარე ეჭვის თვალით უყურებს ამ განცხადებას, რადგანაც მას საერთაშორისო დამკვირებლები არ ადასტურებენ.
ამის მიუხედავად, წუხანდელმა ღამემ იმის იმედი გააჩინა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ორივე მხარე დაიცავს.
ამასთანავე უკრაინაში ეკონომიკური ქაოსის ნიშნები გაჩნდა – ფაქტობრივად, გრინვას დევალვაცია მოხდა 13%-ით.
უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა ბანკებსა და გადამცვლელ პუნქტებში ვალუტის გაყიდვები შეაჩერა გრივნას კურსის დაცემის შესაჩერებლად.
რუსეთის პერზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებას დონბასს გაზის მიწოდება შეუწყვიტოს „გენოციდის სუნი“ ასდის.
უკრაინის ნავთობკომპანიაში აცხადებენ, რომ გაზის მიწოდება აღდგენილია, თუმცა 22 თებერვიდან „ნავთობგაზი“ უკრაინას მხოლოდ 40%-ით ამარაგებს.

banner
წინა სტატიაში“ყაზტრანსგაზ თბილისი” – ტარიფების გადახედვა შეეხება იურიდიულ პირებს და არა მოსახლეობას
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება