უკრაინა თავდაცვისუნაზრიანობის გაზრდას იწყებს

რუსეთ-უკრაინის საზღვარზე სამხედრო ტექნიკის კოლონებია განლაგებული. ამის ამსახველი კადრები ფინელმა ჟურნალისტებმა გადაიღეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, სამხედრო მანქანები რაკეტებით იყოს დატვირთული.

პარალელურად რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ ავრცელებს უკრაინაში კრემლის მოქმედებების წინასწარ შემუშავებულ გეგმას, რომელიც მათი ინფორმაციით, გასული წლის თებერვალშია დაწერილი.

გეგმის მიხედვით, მოსკოვი კიევის საქმეებში ჩარევის შემდეგ, ქვეყნის დაყოფას ყირიმის და ხარკოვის ოლქის ჩათვლით გეგმავდა.

უკრაინა თავდაცვის უნარიანობის გაზრდას იწყებს. იარაღის შესყიდვაზე კონტრაქტი პრეზიდენტმა პოროშენკომ არაბთა გაერთიანებულ ემირატებთან გააფორმა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მას არ აქვს არავისზე თავდასხმის გეგმა, მშვიდობის მომხრე პრეზიდენტია, თუმცა იმისთვის რომ იყოს მშვიდობა, საჭიროა საკუთარი თავის დაცვა.

„ჩვენ უკრაინის არმიის თავდაცვისუნარიანობას ვზრდით მხოლოდ იმისთვის რომ უკეთ დავიცვათ ჩვენი ტერიტორიები, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი,”-განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

შექმნილი ვითარების ფონზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ რუსეთი ტყუის, როცა საკუთარი ჯარის უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნას უარყოფს.

„საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში რუსეთი პროპაგანდით არის დაკავებული რაც ცივი ომის შემდეგ დაიწყო. ისინი დაჟინებით ამტკიცებენ დამახინჯებულ რეალობას და ტყუიან საკუთარი ქმედებების შესახებ,”-განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ.

უკრაინელი სამხედროების გაწვრთნას აპირებს დიდი ბრიტანეთი და ამ მიზნით უახლოეს თვეებში სპეციალურ ჯგუფს გაუშვებს.

პრემიერ დევიდ კემერონის თქმით, ეს არის გამოწვევა, რომელსაც თუ არ უპასუხეს, მოსკოვი სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციასაც შეეცდება. პრეზიდენტის თქმით ახალი შეიარაღება და ტექნიკური აღჭურვილობა ქვეყანას არა თავდასხმის, არამედ თავდაცვის მიზნით სჭირდება.

„ჩვენ არ ვართ საბრძოლო იარაღით მომარაგებსი ფაზაში. უკვე ცნობილია რომ უკრაინას მივაწვდით არა საბრძოლო აღჭურვილობას. მომდევნო თვეების განმავლობაში კი გავაგზავნით ბრიტანელ სპეციალისტებს, რათა უკრაინის არმიას მისცენ რჩევები და ჩაუტარონ სწავლებები,”-განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა.

banner
წინა სტატიაშიდოლარის ოფიციალური კურსი 2.26 ლარი გახდა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: 25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში