უკრაინა ახლა 2003 წლის საქართველოს ჰგავს-მიხეილ სააკაშვილი

უკრაინა ახლა 2003 წლის საქართველოს ჰგავს

უკრაინა ახლა 2003 წლის საქართველოს ჰგავსყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, უკრაინა ახლა 2003 წლის საქართველოს ჰგავს, – ორ ქვეყანას შორის განსხვავებებზე სააკაშვილმა გადაცემა “არჩევანისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
მისივე თქმით, უკრაინა ჯერჯერობით არარეფორმირებული, მძიმე კრიზისში მყოფი ინსტიტუტების ქვეყანაა. “მე გადაჩვეული ვარ ძველ, საბჭოთა კაბინეტებს. ჩვენ სხვანაირი კაბინეტები გვქონდა შუშის, გამჭვირვალე. როცა აქ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შევდივარ, მახსენდება 2003 წლის საქართველო – უკრაინა დღეს ძალიან ჰგავს 2003 წლის საქართველოს. მე მახსენდება შევარდნაძის კაბინეტი, სადაც ორი დღის წასული იყო, როცა შევედი: დაგვხვდა კატა, იმიტომ, რომ იყო თაგვები და ვირთხებიც კი, დაგვხვდა წყლის კასრი, იმიტომ, რომ 10:00 საათზე წყდებოდა წყალი, დამხვდა ძველი “გე-პე-ი”-ს ატმორი” – პრეზიდენტსაც არ ჰქონდა არც წყალი და არც დენი. სხვათა შორის, “წინა” კატამ თავი მოიკლა, რადგან გადახტა მე-11 სართულიდან, ამიტომ ფანჯრებზე იყო ბადეები, რომ არ გადამხტარიყო. დაახლოებით ასეთი სიტუაციაა აქ – კატა არ შემხვედრია, მაგრამ რეალურად ეს არის ჯერჯერობით ძველი, არარეფორმირებული, მძიმე კრიზისისკენ წასული ინსტიტუტების ქვეყანა”, – აღნიშნა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივიქტორია ნულანდი: ეს არის ორმხრივი საკითხი ორ ქვეყანას შორის და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ
შემდეგი სტატიაპუტინის ბრძოლა არის საბჭოთა კავშირის აღდგენისთვის ბრძოლა-მიხეილ სააკაშვილი