„უკრაინა არ არის რუსეთის ქმედებების ერთადერთი მსხვერპლი, მისი მსხვერპლია საქართველოც,”-დავით ბაქრაძე

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ცოტა ხანში კენჭს უყრის რეზოლუციას და შესაბამისად, ცნობილი გახდება რუსეთს ხმის უფლებას აღუდგენენ, თუ მის წინააღმდეგ ახალი, უფრო მკაცრი ზომები გატარდება. ამ წუთებში სხდომათა დარბაზში დებატები მიმდინარეობს, რომელშიც ქართული დელეგაციაც მონაწილეობს. სიტყვით გამოვიდა უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, რომელმაც ასამბლეის წევრებს რეზოლუციაში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე შესწორების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„უკრაინა არ არის რუსეთის ქმედებების ერთადერთი მსხვერპლი, მისი მსხვერპლია საქართველოც. რუსეთმა მოახდინა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ხელმოწერილი ე.წ. დოკუმენტის რატიფიცირება და ამით ცდილობს სრულად შთანთქოს საქართველოს რეგიონები,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიყვითელი მიკროავტობუსების მძღოლებს კონდიციონერის ჩართვა დღეიდან მკაცრად მოეთხოვებათ
შემდეგი სტატიაუნგრეთმა ევროკავშირის საემიგრაციო წესებზე უარი თქვა