უკრაინაში 9 დღის განმავლობაში 262 ადამიანი დაიღუპა

გაერო-ს მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს ბოლო 9 დღის განმავლობაში 262 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ოფიციალური წარმომადგენლის რუპერტ კოლვილის განცხადებით, აპრილიდან მოყოლებული აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის დროს დროს დაღუპულთა რიცხვმა 5 ათას გადააჭარბა.
“შეიარაღებული მოქმედებების ესკალაციის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 086-ს მიაღწია. თუმცა ვშიშობთ, რომ დაღუპულთა რეალური ციფრი გაცილებით მეტია”, – განაცხადა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე რუპერტ კოლვილმა.
აღმოსავლეთ უკრაინაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ვითარება ამ დრომდე უკიდურესად დაძაბულია. ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ლიდერის განცხადებით, ისინი აღარ გააგრძელებენ უკრაინულ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინა
შემდეგი სტატიაკობა ხარშილაძის სკანდალური აღიარება- „როდესაც მივხდი,რომ ეს იყო აბსურდული გეგმა ცხედარი ისევ უკან შევიტანეთ“