უკრაინაში ჩინოვნიკები პირდაპირ მთავრობის სხდომაზე დააპატიმრეს

დღეს კიევში, უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსი სერგეი ბოჩკოვსკი და მისი მოადგილე ვასილი სტოეცკი, პირდაპირ მთავრობის სხდომიდან აიყვანეს.

უკრაინული სააგენტოების ცნობით, დაკავებულებს ბრალად ედებათ სახელმწიფო შესყიდვების საქმეში კორუფციული სქემების მოწყობა.

ამავე დროს, ცნობილი ხდება უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ბრზანებით დაწყებული მასშტაბური სპეცოპერაციის შესახებ, რომელშიც ყველა ძალოვანი სტრუქტურაა ჩართული…

,,იმისათვის, რომ დაუსჯელი არ დარჩეს არც ერთი ბანდიტი და ანტისახელმწიფოებრივი ელემენტი, ჩემი ბრძანებით  მასშტაბური ოპერაცია დაიწყო,, განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელი, სერგეი ბოჩკოვსკი მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას დააკავეს.მისი დაკავების პროცესი უკრაინულმა ტელეარხებმა პირდაპირ ეთერში აჩვენეს. როგორც ცნობილია, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე ფინანასურ მაქინაციებში არიან ეჭვმიტანილები.20271290640x684

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველების მიერ კონჯარიების ოჯახის დევნილთა საცხოვრებელიდან გამოსახლებასთან დაკავშირებით კომენტარი ზუგდიდში გაკეთდ
შემდეგი სტატიაIRI-ის კვლევის შედეგებზე პრემიერი კომენტარს არ აკეთებს