უკრაინაში რუსულ ძალოვან უწყებებზე გადაღებული ფილმების ჩვენება აიკრძალა

პოროშენკომ ბორის ნემცოვს თავისუფლების ორდენი მიანიჭა

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინაში იმ რუსული ფილმებისა და სერიალების ჩვენებას კრძალავს, რომელიც რუსეთის ძალოვან სტრუქტურებს ეხება.
ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.
დოკუმენტის მიხედვით, იკრძალება ნებისმიერი აუდიოვიზუალური მასალის ტრანსლირება, რომელიც შეიცავს “ოკუპანტი-სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების, სამართალდამცავი უწყებების და სამხედრო და უსაფრთხოების სამსახურების ქმედებების პროპაგანდას, პოპულარიზაციასა და აგიტაციას”.
რუსული ფილმების აკრძალვის შესახებ კანონი უმაღლესმა რადამ 5 თებერვალს მიიღო, მარტში კი პარლამენტმა უარი განაცხადა რუსული ფილმებისა და სეირალების ტრანსლაციის აკრძალვის გაუქმებაზე.

banner
წინა სტატიაშიფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” თბილისის საკრებულოში საქმიანობას წყვეტს
შემდეგი სტატიანაპოვნია Germanwings-ის თვითმფრინავის მეორე თვითჩამწერი „შავი ყუთი“