უკრაინაში რადიკალებმა დეპუტაობის კანდიდატი შოუმენი სცემეს (VIDEO)

უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის საარჩევნო ოლქში გასამართი არჩევნების წინაპერიოდში ვნებათაღელვა არ ცხრება…
ჯერ იყო და ამ ოლქის დებუპატობის ყველაზე რეალურ კანდიდატების სერგეი ბერეზენკოსა (პოროშენკოს ბლოკი) და გენადი კორბანის (,,უკროპ,, კოლომაისკის პარტია) მხარდამჭერებმა მიხეილ სააკაშვილმა და რადას დეპუტატმა ბორის ფილატოვმა ქუჩაში მიაყენეს ერთმანეთს შეურაცხყოფა… ახლა კი ოლეგ ლიაშკოს რადიკალური პარტიის დეპუტატებმა, კამერების წინ ამავე ოლქში დეპუტატობის კანდიდატად დასახელებული ტელეშოუ ,,დურნევ+1,,-ს წამყვანი ალექსეი დურნევი სცემეს…

რადიკალური პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, დურნევის ცემა იყო შურისძიება იმ პროვოკაციებზე, რასაც ეს ჟურნალისტი რევოლუციის დროს სჩადიოდა…

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშისაჯარო სამსახურებში პირების შრომითი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმება იქნება შესაძლებელი
შემდეგი სტატიათამარ სანიკიძე აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის რეგიონული ვიცე-პრეზიდენტის მოადგილეს შეხვდა