“უკრაინაში პრემიერის ვიზიტთან დაკავშირებით გეგმები არ ჩაშლილა”

საგარეო საქმეტა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, ვიზიტთან დაკავშირებით ყველაფერი ძალაში რჩება.

„ვერ დავეთანხმები გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინასთან ნაკლები კომუნიკაცია გვაქვს. ბოლო 2 თვის განმავლობაში, უკრაინაში ბრძანდებოდა საპარლამენტო დელეგაცია. იქ ასევე იმყოფებოდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე. გარდა ამისა, ჩატარდა პოლიტიკური კონსულტაციები საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე. ეს ყველაფერი ემსახურებოდა იმას, რომ ჩვენ ისევ ვიზიტი მოვამზადოთ. ყველაფერი ძალაშია და შეცვლილი არაფერია. ნამდვილად არ გვსურს, რომ უკრაინასთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს რამემ შეუშალოს ხელი“, – განაცხადა კერესელიძემ.

banner
წინა სტატიაშიახალსოფელში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიასაგარეო უწყებაში უკრაინის ელჩი მიმდინარე კვირას არის დაბარებული