უკრაინაში ორგანული მზის ელემენტების წარმოებას იწყებენ

ალექსანდრიაში (კიროვოგრადის ოლქი) აშენდება ორგანული მზის ელემენტების საწარმო და ასევე, მზის ელექტროსადგური.
საწარმოს სამონტაჟო სამუშოების დასრულება იგეგმება ოქტომბრის თვეში და პირველი პროდუქციის მიღებას ვარაუდობენ 2015 წლის ბოლოს.
ცნობისთვის, ეკოლოგიურად სუფთა, მზის ენერგიის გამოსაყენებელ მოწყობილობებს დღეს მსოფლიოში რამდენიმე ათეული კომპანია აწარმოებს. უკრაინული საწარმო დაემატება ამ სიას და ასევე, ეს იქნება პირველი საწარმო უკრაინაში, რომელიც აწარმოებს მზგავს პროდუქციას. ახალი, მესამე თაობის მზის ელემენტების საწარმოებლად გამოყენებული იქნება მხოლოდ ორგანული მასალები.
ახალ საწარმოში დაგეგმილია დაახლოებით 7 მლნ გრივნას ინვესტიციის განხორციელება. ქარხანაში იმუშავებს 50 ადამიანი. ნავარაუდევია, რომ პირველ წელს კომპანია აწარმოებს დაახლოებით 40 მგვტ-ის სიმძლავრის ორგანული მზის ელემენტებს.

banner
წინა სტატიაშისოფელ კირბალიდან 36 წლის მამაკაცი გაიტაცეს
შემდეგი სტატიასაქართველო არ თვლის აუცილებლობას პირდაპირი დიალოგი დაიწყოს აფხაზეთთან და სამხეთ ოსეთთან