უკრაინაში მორიგი “ტელედაკავება” განხორციელდა, რომელსაც დავით საყვარელიძე ესწრებოდა

დავით საყვარელიძე უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად აირჩიეს

უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში ქალაქის პროკურორი ანდრეი სუხინინი ტელეკამერების თანდასწრებით დააკავეს. ამის შესახებ “ცენზორ.ნეტ” იუწყება და დაკავების ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს. პროკურორის დაკავება დონეცკის ოლქის ახალი პროკურორის წარდგენის მომენტში მოხდა.
ამჟამად უკვე ყოფილ პროკურორთან ერთად, სამართალში მიეცემა მისი ორი მოადგილე და კრამატორსკის მილიციის რამდენიმე თანამშრომელი. ყველა მათგანს ბრალად ედება სისტემური მექრთამეობა.
ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში დაკავება უკრაინის უშიშროების სამსახურისა და სამხედრო პროკურატურის მიერ დაგეგმილი ერთობლივი ოპერაციის შედეგად განხორციელდა. დაკავების პროცესს უშუალოდ ესწრებოდა უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე.

banner
წინა სტატიაშირეგიონებში 18 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა ჯანდაცვის მინისტრი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა