უკრაინაში მაცხოვრის ხატს სისხლის სდის (VIDEO)

უკრაინაში, ჩერკასკის ოლქის სოფელ სუბოტოვში მდებარე, 1653 წელს ბოგდან ხმელნიცკის ბრძანებით აშენებულ და ა მისივე განსასვენებელ წმინდა ილიას ტაძარში, მაცხოვრის ხატზე სისხლდენა დაფიქსირდა…

ჩერკასკისა და ჩიგირინსკის მეტროპოლიტ იოანეს აზრით, ეს ფაქტი არის გაფრთხილება, რომ უკრაინას გლოვის დღეები უახლოვდება… ,,როგორც წესი, მირონდენაც და სისხლდენაც  ღვთისგან არის იმისთვის, რომ გააფრთხილოს თავისი ხალხი მოსლაოდნელ მოვლენებზე. ნათელია, რომ რუსეთის პირდაპირი აგრესია იქნება და ამისთვის უნდა ვემზადოთ,, განაცხადა მიტროპოლიტმა იოანემ, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ მას კურთხევა არ მიუცია ხატის სისხლდენის ექსპერტიზაზე გასაგზავნად… ,,თუ სისხლდენა კიდევ გაგრძელდება, მე კურთხევას მივცემ რათა სისხლი ექსპერტიზაზე გაიგზავნოს… თუმცა ეს მხოლოდ ურწმუნოებისათვის არის საჭირო… ,, აცხადებს მიტროპოლიტი.

მიტროპოლიტი იოანეს განმარტებით, ღმერთმა ნიშანი მისცა უკრაინას, რომ იქნება გლოვა… ,,ამ გლოვაში ღმერთი ჩვენთან იქნება და გაგვაძლიერებს, ის არ მისცემს მტერს უფლებას განახორციელოს თავისი ჩანაიქრი. განემზადეთ!,, აფრთხილებს  მიტროპოლიტი იოანე უკრაინელებს.

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიათი რჩევა მთავრობას–ლალი მოროშკინა
შემდეგი სტატიალუკაშენკო: ებრაელები კონტროლქვეშ აიყვანეთ