უკრაინაში ლენინცვენა გრძელდება (ვიდეო)

წუხელ უკრაინულ ქალაქ ხარკოვის ცენტრში, საავიაციო ინსტიტუტისა და ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიებზე, პროლეტარიატის ბელადის ვლადიმერ ლენინის ორი ძეგლი პედესტალებიდან მიწაზე დაანარცხეს  რითაც ადრე დაწყებული ლენინცვენის ტენდენცია უკრაინაში გაგრძელდა…

უკრაინული მედიის განცხადებით, ამ ძეგლების დემონტაჟი მოსახლეობის დიდ ნაწილს დიდი ხანია უნდოდათ, თუმცა საქალაქო საბჭოში მოკალათებული პრორუსულად განწყობილი დეპუტატების წყალობით, ამ ძეგლების კანონიერი დემონტაჟი ვერ განხორციელდა… ამიტომაც მოსახლეობამ ეს საქმე ჩუმად ღამე გააკეთა…

,,უკრაინელებს არ სურთ მტრულად განწყობილი ქვეყნის დრომოჭმული ბელადის ძეგლი საკუთარ მიწაზე,, აცხადებენ პატრიოტულად განწყობილი უკრაინელები მედიასთან საუბრისას.

/ვიდეო/

banner
წინა სტატიაში“ნაციონალურმა მოძრაობამ” პოლიციის მხარდამჭერი აქცია თელავშიც გამართა
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა