უკრაინის იუსტიციის მინისტრის პაველ პეტრენკოს განცხადებით, 9 მაისს უკრაინის რადა მიიღებს საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც უკრაინაში კომუნისტური იდეოლოგია და პროპაგანდა აიკრძალება.
,,ეს ის არის, რაც ჩვენ 20 წლით ადრე უნდა გაგვკეთებინა… ვფიქრობ ახლანდელ პარლამენტს იმისი ნება და საჭირო ხმების რაოდენობაც გააჩნია, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაუსვას იმ კომუნისტურ შლეიფს, რასაც უკრაინა 20 წელზე მეტია მოათრევს,, განაცხადა მინისტრმა.
ცოტა ხნით უფრო ადრე, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა რადას შესთავაზა დაამტკიცოს 8 მაისი ხსოვნისა და შერიგების დღედ… ასევვე გახსნას წვდომა მე-20-ე საუკუნეში უკრაინის დამოუკიდებლობისათვის რეპრესირებულთა არქივების მიმართ და სტატუსი მიანიჭოს რეპრესირებულ პირებს.