უკრაინაში კვლავ დაძაბულობაა-პრორუსი მებრძოლები მარიუპოლთან მიახლოებას ცდილობენ

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. პრორუსი მებრძოლები მარიუპოლთან მიახლოებას ცდილობენ. გამთენიისას ქალაქის მისადგომებთან სამთავრობო ძალების პოზიციებზე საარტილერიო იერიშები მიიტანეს.

ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგის მოწინავე ქვედანაყოფები მნიშვნელოვნადაა გაძლიერებული საბრძოლო ტექნიკითაც და ცოცხალი ძალითაც. უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ საზღვარს უახლოვდება რუსეთის რეგულარული ჯარის ტაქტიკური ჯგუფები, რომელთა ერთი ნაწილი უკვე ახორციელებს შეტევებს სამთავრობო ძალების პოზიციებზე.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მშვიდობის დამყარება მისი პრიორიტეტია, თუმცა მიიჩნევს, რომ კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ მოგვარდება.

banner
წინა სტატიაშისაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შსს-ს დაქვემდებარებაში გადავიდა
შემდეგი სტატიარამ გამოიწვია ავარია პეკინზე?-დაღუპულია ერთი ადამიანი