უკრაინაში ვითარების ესკალაციაში პუტინი კიევს ადანაშაულებს

putin

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ვითარების ესკალაციაში ვლადიმერ პუტინი კიევს ადანაშაულებს.

მინისტრთა კაბინეტის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა უკმაყოფილება იმის გამო გამოთქვა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მისი სამშვიდობო წინადადებები უპასუხოდ დატოვა.

მისივე თქმით, პეტრო პოროშენკოსადმი გაგზავნილ წერილში დემარკაციის ხაზიდან მძიმე ტექნიკის გაყვანაზე იყო საუბარი, რაც ცეცხლის შეწყვეტისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან მსხვერპლზე ვლადიმერ პუტინმა სრული პასუხისმგებლობაც უკრაინელ სამხედროებს დააკისრა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ჭიკაიძის შემცვლელს სავარაუდოდ, 26 იანვარს დაასახელებს
შემდეგი სტატიათუ ჩემი დაკითხვა გახდება საჭირო, აუცილებლად დავთანხმდები – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.