უკრაინაში ე.წ. “გაი”-ს რეფორმა დაიწყო-ეკატერინე ზღულაძე

უკრაინაში ე.წ. "გაი"-ს რეფორმა დაიწყო-ეკატერინე ზღულაძედაწყებულია საპატრულო სამსახურში თანამშრომელთა მიღება, რომლებიც სწორედ, აღნიშნულ ავტოინსპექტორებს შეცვლიან. თავდაპირველად, შსს-ს რეფორმირება კიევის მასშტაბით განხორციელდება, შემდეგ კი მთელ ქვეყანაში. ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე უკრაინის შს მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე ზღულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “გაი”-ს ამჟამინდელი ყველა თანამშრომელი სამსახურს დატოვებს. “ჩვენ ვასრულებთ სამუშაოს, რომელიც უკვე დღეს შეცვლის კიევში წესრიგს. ამისთვის ვეძებთ მამაკაცებსა და ქალებს. უფრო ქალებს, თუ შეიძლება”, – აღნიშნა დღეს ზღულაძემ.
პატრულის კანდიდატები უნდა იყვნენ 21-35 წლამდე სრული საშუალო, ან უმაღლესი განათლებით, უნდა ჰქონდეთ მართვის მოწმობა და არ უნდა იყვნენ ნასამართლევი.
პატრულის თანამშრომლის საშუალო ხელფასი 6-დან 8 ათას გრივნამდე იქნება. განაცხადების მიღება 6 თებერვლიდან იწარმოებს, სამთვიან კურსებზე სწავლა კი მარტიდან დაიწყება.

banner
წინა სტატიაში“ვუერთდებით დავით სერგეენკოს კამპანიას “ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი !
შემდეგი სტატიაკონსულტაციების ძირითადი ფაზა დასრულდა-ირაკლი კობახიძე. გია კობახიძე კი აღნიშნულ საკითხზე დღეს და ხვალ კომენტარისგან თავს იკავებს