უკრაინაში დაღუპული სამხედრო გიორგი ჯანელიძე მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედრო გიორგი ჯანელიძე რამდენიმე წუთის წინ მუხათგვერდის საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

სამგლოვიარო ცერემონიალი ქაშუეთის ტაძარში დღეს დილით დაიწყო, სადაც დაღუპულ სამხედროს პოლიტიკოსები, მეგობრები, მოქალაქეები, ნათესავები და ოჯახის წევრები პატივს რამდენიმე საათის განმავლობაში მიაგებდნენ.

ამის შემდეგ დაღუპული სამხედროს ცხედარი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაასვენეს და პატივი მიაგეს, რის შემდეგაც გიორგი ჯანელიძის ცხედარი საგვარეულო საფლავზე დაკრძალეს.

უკრაინაში გიორგი ჯანელიძე 18 აპრილს დაიღუპა, მისი ცხედარი კი თბილისში 25 აპრილს ჩამოასვენეს. 24 აპრილს კიევის ცენტრში ჯანელიძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, რომელზეც მოქალაქეებმა, თანამებრძოლებმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მას პატივი მიაგეს.

banner
წინა სტატიაშინეპალში მყოფ ქართველებთან დაკავშირება ვერ ხერხდება
შემდეგი სტატია“უკრაინელ ხალხს ყოველთვის ემახსოვრება ქართველების თავდადება”