უკრაინაში დაღუპული გიორგი ჯანელიძის ბოლო ინტერვიუ

1959,,თაიმერი,, უცვლელად გთავაზობთ ბოლო ინტერვიუს, რომელიც უკრაინაში 18 აპრილს დაღუპულმა ბატალიონ ,,აზოვის,, ქართველმა მეომარმა გიორგი ჯანელიძემ ორი თვის უკან მისცა უკრაინულ მედიას…
,,ამ კაცთან საუბარმა სულის სიღრმემდე შემძრა… მომინდა რომ მის შესახებ რაც შეიძლება მეტ იმ მარიუპოლელს გაეგო, რომელთათვისაც სიტყვა ,,მობილიზაცია,, პანიკურ შისს იწვევს.
გიორგი ჯანელიძე, ეროვნებით ქართველი, ჩამოვიდა უკრაინაში, რომ რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლოს. ბოლო 10 წელი ამ ადამიანმა ოჯახთან ერთად თურქეთში იცხოვრა… არ უყოყმანია ისე დატოვა აწყობილი ცხოვრება, ცოლი 3 შვილი და გაემგზავრა იმ ქვეყანაში, რომელსაც ისევე განიცდის გაჭირვებას, როგორც თავის დროზე საქართველო, რუსეთის აგრესიისგან:

-როცა თექვსმეტი წლის გავხდი, ჩემს ქვეყანაში დაიწყო ომი. მაშინ კრემლის მიერ გამოგზავნილ მტრებთან საომრად უკრაინელები გვეხმარებოდნენ… ამიტომ ახლა მე ვალი უნდა დავუბრუნო ჩვენს ძმებს.
-ეს თქვენი პირველი ომია?
-არა. მე უკვე ვიბრძოდი სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში, სირიაში, ავღანეთში. ამიტომ აგრესორის მიერ ომის წარმოების მეთოდები, რომელთანაც უკრაინას მოუხდა შეტაკება, საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი.
-თქვენი ახლობლები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?
-ოჯახმა მხარი დამიჭირა, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში მე უკვე ვერ დავბრუნდები იმიტომ, რომ იქ ჩემი საქციელი ჩაითვლება როგორც სამშობლოს ღალატი (თუმც მე აქ საქართველოს მტერთან ვიბრძვი, მის ძმურ ქვეყანასტან ერთად). მე ჩემს 14 წლის ბიჭს ვუთხარი: თუ მომკლავენ მან უნდა იბრძოლოს რუსეთის წინააღმდეგ.
-თქვენი აზრით, როგორ შეიძლება აიხსნას ის, რომ ახლა ,,დნრ,,-სა და ,,ლნრ,,-ს სეპარატისტების მხარეზე ჩეჩნები იბრძვიან?
– ისინი ამას ფულის გამო აკეთებენ. ჩეჩნეთი პრაქტიკულად მთლიანად დაანგრია რუსეთმა და სხვანაირად როგორ შეიძლება აიხსნას ამ ხალხის მოქმედება?
-თქვენ რუსეთის მიერ გაჩაღებული არაერთი ომი გამოიარეთ… თქვენი აზრით შესაზლებელია ამჯერად აგრესორის შეჩერება?
– სადაც რუსეთია, იქ ძალიან ბევრი ტკივილია. მაგრამ ვხედავ, როგორ გაურბიან საზღვარგარეთ უკრაინელი კაცები მობილიზაციას, მე ვხედავ რომ დონბასის ბევრი მაცხოვრებელი მხარს უჭერერს ,,რუსულ სამყაროს,,. ერთი შემიძლიათ გითხრათ: ასე ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ. ვფიქრობ მხოლოდ დიპლომატიური გზით შეიძლება რუსეთის დამარცხება… მაგრამ აუცილებელია ძალისმიერი წინააღმდეგობის გაწევაც, ამიტომაც ვარ აქ. მინდა ვიბრძოლო უკრაინულ ფრონტზე ქართული დროშის ქვეშ. ყველამ დაინახოს, რომ მთელი მსოფლიო უკრაინასთანაა.,,

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიგუბაზ სანიკიძემ სიმაური დაასაქმა
შემდეგი სტატიააფხაზი მეომრის წარმატებული ბიზნესის საიდუმლო