უკრაინაში გაზის ფასმა 3,3-ჯერ მოიმატა

უკრაინაში გაზის ფასმა 3,3-ჯერ მოიმატა

უკრაინაში გაზის ფასმა 3,3-ჯერ მოიმატაენერგო ბაზრის სახელმწიფო რეგულირების ნაციონალურმა კომისიამ უკრაინაში 1 აპრილიდან გაზის ახალი მინიმალური ტარიფი დაადგინა მოსახლეობისათვის, რომელიც ახლანდელ ტარიფზე 3,3-ჯერ მეტია და დაახლოებით 140 დოლარს შეადგენს კუბამეტრზე.
ტარიფი დადგენილია გათბობის სეზონისთვის 1 ოქტომბრიდან 30 აპრილის ჩათვლით, როცა გაზის მოხმარება პიკს აღწევს. თვეში დადგენილი 200 კუბომეტრის გადაჭარბების შემთხვევაში თანხა 3, 600 გრივენიდან (დაახლოებით 140 დოლარი) 7 188 გრივენამდე გაიზრდება ყოველ ათას კუბომეტრზე.
სეზონს შუა პერიოდში, რომელიც 1 მაისიდან 30 სექტემბრამდე გრძელდება, ბუნებრივი აირის ღირებულება 7 188 გრივენით განისაზღვრა ყოველ ათარ კუბომეტრზე.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: ჩვენ გავაგრძელებთ ევროპის კარზე კაკუნს
შემდეგი სტატიაპოროშენკომ ბორის ნემცოვს თავისუფლების ორდენი მიანიჭა