უკრაინას 11 ევროპული ქვეყანა იარაღს მიაწვდის

უკრაინის ტელეარხ ,,1+1,,ს ეთერში პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ გაკეთებული განცხადებით, უკრაინას ევროკაავშირის 11 ქვეყანა ლეტალურ იარაღს მიაწვდის.

,,ჩვენ ახლა ევროკავშირის 11 ქვეყანასთან გვაქვს ხელშეკრულება იარაღის, მათ შორის ლეტალურის, მოწოდებაზე, ,, განუცხადა პოროშენკომ უკრაინულ ტელეარხს. პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია თუ რომელი ქვეყნებია ისინი.

პოროშენკოს განცხადებით, სამშვიდობო პროცესის შენარჩუნების მიუხედავად, უკრაინა საბრძოლო მოქმედებების დროს დაზიანებული ტექნიკის შეკეთებითა, სამხედროების გაწვრთნით  და აღჭურვით არის დაკავებული.

banner
წინა სტატიაშიაშშ პოლონელებს ,,პეტრიოტის,, გამოყენებას ასწავლის
შემდეგი სტატიასასამართლომ უგულავას ბრალი დაუმძიმა