უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაახლოებით 100 მედია-საშუალება შეიყვანა სიაში, რომელთაც აკრედიტაცია ჩამოერთვათ უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურებში. საპასუხოდ, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინა საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაში დაადანაშაულა.
როგორც უკრაინის მთავრობა იტყობინება, აკრძალვები არ შეხებია რუსეთის უკრაინულ შვილობილ მედია-საშუალებებს.
მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია დონბასში მოქმედი საგანგებო რეჟიმის მანძილზე. გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ 25 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება „საგანგებო სიტუაციის შესახებ“ აამოქმედა, რომლის შემოღება „რუსეთის
მიერ მხარდაჭერილი ტერორიზმის გამო“ გახდა საჭირო.
გასული წლის ზაფხულში უკრაინამ რუსულ 14 მედია საშუალებას შეუჩერა აკრედიტაცია. ამასთანავე, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკრაინული არხების მაუწყებლობა შეწყვეტილია.
2014 წლის ნოემბერში უკრაინამ 83 რუსი ჟურნალისტი არ შეუშვა უკრაინის ტერიტორიაზე.