უკრაინამ ცეცხლი შეწყვიტა

54ca64be857a4_1422550206უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ,  დღეს 15 თებერვალს კიევის დროით ზუსტად 0:00 საათზე, გენერალურ შტაბში, გენშტაბის ხელმძღვანელობასთან ერთად ტელევიზიის პირდაპირი ეთერის თანხლებით, მთელს უკრაინის ფრონტზე, ყველა სექტორში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. მისი ბრძანება გაიმეორა გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა და პირდაპირ ეთერში, მისმა თანაშემწეებმა ტელეფონით გაუმეორეს ბრზანება ფრონტის ხაზზე მყოფ მეტაურებს. გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა აგრეთვე გაფრთხილა ის სამხედროები, რომლებიც არ დაემორჩილებიან ბრძანებას, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ. ამ მომენტში, უკრაინული მედიის ის წარმომადგენლები, რომლებიც ფრონტის ხაზთან ახლოს იმყოფებიან, უჩვეულო სიჩუმის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. მხოლოდ რამდენიმე სექტორში, ჯერ კიდევ კანტიკუნტად  ისმის ავტომატური იარაღიდან გასროლის ხმები.

banner
წინა სტატიაშიკოპენჰაგენში სისხლიანი თავდასხმა მოხდა, რომელიც ,,შარლი ებდოს,, უკავშირდება
შემდეგი სტატიაოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი ირაკლი ღვინჯილია ქურდობისთვის დააკავეს