უკრაინამ ყირიმი უცხოელებისთვის ჩაკეტა

,,დღეისთვის, მხოლოდ  სურვილი ყირიმში დასვენებისა, არ არის საფუძველი ამ ნახევარკუნძულზე უცხოელ მოქალაქეთა შეშვების,, განაცხადა სახელმწიფო საემიგრაციო სამსახურის პრესმდივანმა სერგეი გუნკომ.

,,მინისტრთა კაბინეტის დადგენილებაში მკვეთრად არის ასახული ის საფუძვლები, რომლის მეშვეობით შეუძლიათ უცხოელ მოქალაქეებს გაემგზავრონ უკრაინიდან ყირიმის ნახევარკუნძულზე,, აცხადებს გუნკო.

გუნკოს განცხადებით, უცხოელებს შეუძლიათ გაემგზავრონ უკრაინიდან ყირიმში მაშინ, თუ მათ ექნებათ დამადასტურებელი საბუთები იმისა, რომ მათი ნათესავები ცხოვრობენ ან განისვენებენ იქ…. ან კიდევ, თუ მათ იქ კერძო საკუთრება გააჩნიათ.

გუნკოს ახსნა განმარტება პრესაში მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ყირიმის შესასვლელთან, მინისტრთა კაბინეტის ახალი დადგენილების გამო გააჩერეს…. დადგენილებაა, რომელიც 4 ივლისს იქნა მიღებული,  დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უცხოელ და ადგილობრივ მოქალაქეთა შესვლას ზღუდავს.

banner
წინა სტატიაშიბათუმის დელფინარიუმის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაიოსებ ნანობაშვილი საბერძნეთის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას წლის ბოლომდე ვარაუდობს