უკრაინამ ქართველი კრიმინალი საქართველოში გამოაძევა

უკრაინული უშიშროების სამსახურის (СБУ) მიერ დაკავებული იქნა ქართველი კრიმინალი, რომელიც დსთ-ს რამდენიმე ქვეყანაში ძებნაშია და რომელმაცც უკრაინაში არალეგალური გზით შეაღწია…

უკრაინის უშიშროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა კრიმინალური საქმიანობით დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ, რომლის ვინაობა არ სახელდება, კიევში უკანონო გზით ჩასვლის შემდეგ მალევე დაამყარა ურთიერთობა ადგილობრივ კრიმინალიტეტთან… ის ამავე დროს სოციალური ქსელის მეშვეობით აკეთებდა უკრაინაში მოქმედი სეპარატისტული ე.წ. რესპუბლიკების მხარდამჭერ განცხადებებს…

დაკავების შემდეგ, უკრაინის უშიშროების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართველი კრიმინალი გაეძევებინათ ქვეყნიდან. ,,პარტნიორ სამართალდამცავ სტრუქტურებთან ურთიერთქმედების შედეგად, ქართველი კრიმინალი, დადგენილი წესით მშობლიურ ქვეყანაში იქნა გასახლებული,, ნათქვამია უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბერძენი პენსიონერი, რომელიც საბერძნეთის მდგომარეობას ასახავს… (+ფოტო)
შემდეგი სტატიადედებს მოგი@@@ავთ ვის აძლევთ ინფორმაციას?!